საგანგებო ბრიფინგი სუს-ში - აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარეს

 საგანგებო ბრიფინგი სუს-ში - აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი - აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარა.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ისინი ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დღეს, 18:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნულ აუდიოჩანაწერებზე დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს. ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს, 18:00 საათზე არიან დაბარებულები", - განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ