მერაბ მეტრეველი - მე პარტია გირჩთან და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე და ეგენიც დაიშალნენ

მერაბ მეტრეველი - მე პარტია გირჩთან და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე და ეგენიც დაიშალნენ

კაცო, მე პარტია გირჩთან და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე და ეგენიც არ დაიშალნენ!, - ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

ამასთან, როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იგი პაატა ბურჭულაძის მოძრაობაში ,,გირჩის" გაერთიანებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და არასწორ ნაბიჯად მიაჩნდა.

"მე პარტია სწორედ "გირჩთან" და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე, როცა ამ გაერთიანების შესახებ გამოცხადდა. მას შემდეგ იქ რა ხდება, არ ვიცი, ამიტომ მიჭირს შეფასება. თუმცა მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამის და მიმაჩნდა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ვთქვი კიდეც პარტიაში, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ მაშინ მე არ მომისმინეს", - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" "გირჩმა" დატოვა. მოგვიანებით პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ "გირჩის" სიიდან ამოღება თავად გადაწყვიტა, რადგან შეიტყო, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."