ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბით "ევრონიუსი" დაინტერესდა - 150 000 ნახვა და ასობით ევროპელის კომენტარი

ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბით "ევრონიუსი" დაინტერესდა - 150 000 ნახვა და ასობით ევროპელის კომენტარი

რამდენიმე დღის წინ "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი წევრი ირაკლი ღლონტი და "თოფაძე-მრეწველების" წევრი ზაზა აგლაძე პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვიდეო მალევე გახდა ქართული ინტერნეტსივრცის ჰიტი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბი არამხოლოდ ქართველი ინტერნეტაუდიტორიის ინტერესის საგანია - ევროპის ყველაზე პოპულარულმა ახალი ამბების არხმა "ევრონიუსმა" ვიდეო თავის გვერდზე განათავსა და ფეისბუქზეც ატვირთა.

ვიდეოს 150 000-ზე მეტი ნახვა, ასობით კომენტარი და გაზიარება აქვს. კომენტარებში აქტიურობენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი ინტერნეტმომხმარებლები. გთავაზობთ, ფეისბუქ-მომხმარებლების კომენტარებს, რომლებიც "ევრონიუსის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს აქვს:

"პოლიტიკა ისეთი მოსაწყენია ხოლმე ტელევიზორში... მაგრამ ეს ისეთი კარგი სანახაობაა, მგონია "ევრონიუსს" და "ევროსპორტს" ერთდროულად ვუყურებ"

"გეგონება ის ჭიქა წყალი სპეციალურად დაუდგეს წინ, LOL"

"ცხელი კავკასიელი ბიჭები"

"სასაცილოა, მეგონა მარტო ალბანელები იქცეოდნენ ასე!"

"დონალდის და ჰილარის დებატებს გავს"

"რატომ იწუხებს მსოფლიო თავს ამერიკის დებატების ყურებით, როდესაც შეგვიძლია დიდებული ქვეყნის, საქართველოს დებატებს ვუყუროთ?"

საქართველოს მხარდამჭერებიც გამოუჩნდა უცხოელ ინტერნეტმომხმარებელში. მაგალითად, აზერბაიჯანელი გოგონა წერს: "სურვილი, რომ წარმოაჩინონ ქართველები როგორც არაცივილური ერი ან გაუჩინონ ხალხს ირონიული შეგრძნება მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კარზე აკაკუნებს, ცალსახა ტროლინგია ევრონიუსის მხრიდან"

ქართველი ფეისბუქმომხმარებლები კი ქვეყნის დაცვას ცდილობენ ინგლისურენოვანი კომენტარებით:

"გასაგებია, რომ ევრონიუსს აინტერესებს შეშლილი პოლიტიკოსების ჩხუბი, მაგრამ სხვა ვერაფერი ნახეთ საინტერესო საქართველოს გასაშუქებლად? ყოჩაღ ჟურნალისტებო, ყოჩაღ..."

"ამ პოლიტიკოსების რეიტინგი ერთ პროცენტსაც ვერ აღწევს. მე ქართველი ვარ და მათი სახელებიც არ ვიცი"

"კიკუა ევრონიუსი"

"euronews შეწყვიტე სიცრუე და სტერეოტიპების გავრცელება! მედია არ უნდა აკეთებდეს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ!" - წერს რამდენიმე ქართველი ინტერნეტმომხმარებელი.

"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

"ოცნების" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია და "ჩრდილოვანი ბოსი" - რას წერს Bloomberg-ი ივანიშვილისა და მისი მმართველობის შესახებ

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"