ავტორი:

"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

ეკა ბესელია 1971 წლის 6 ნოემბერს დაიბადა სენაკში. მამა ეკონომისტი იყო, დედა - აგრონომი. ორივე შრომობდა, რომ ოთხივე შვილისთვის კარგი განათლება მიეცათ. როგორც დეკლარანტი იხსენებს, მამა მკაცრი იყო, ტრადიციების მოყვარული და დამცველი, დედა კი - ლმობიერი და დამთმობი.

ეკა ბესელიამ შრომისა და მებრძოლი ხასიათის წყალობით წარმატებას მალე მიაღწია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო საადვოკატო ფირმის "ეკა და კომპანია" დამფუძნებელი, არის სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მისი მიღწევებისა და რეგალიებისა. ბესელიას დეკლარირებულ ოჯახის წევრთა შორის არიან მისი შვილები - 28 წლის რატი მილორავა და 16 წლის ლიზი გუბელაძე.

დეკლარანტის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე 170 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 2007 წელს 80.000 დოლარი გადაუხდია, 2.500 დოლარად შეძენილი 25 კვმ ავტოფარეხი იმავე ქუჩაზე და გამრეკელის ქუჩაზე მდებარე 168 კვმ არასაცხოვრებელი ფართობი, რომელიც 46.500 დოლარად იყიდა. მოძრავი ქონების ამსახველი გრაფა ცარიელია, ისევე როგორც ფასიანი ქაღალდებისა. სუფთაა ის ფურცელიც, რომელზეც უნდა ეწეროს დეკლარანტის ან მისი ოჯახის წევრთა მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრები, რომელთა ღირებულება 500 ლარს აღემატება. როგორც მითხრა, ყველაფერი საკუთარი დანაზოგით შეიძინა.

- მთელი ჩემი ქონება პოლიტიკაში მოსვლამდე მქონდა. პირველი ბინა 2001 წელს თემქაზე ვიყიდე, შემდეგ ჩემს ძმას დავუტოვე საცხოვრებლად. მანამდე ხან ქირით ვცხოვრობდი, ხან გირაოთი, მაგრამ მშობლებისთვის არასდროს მითქვამს, ბინა მიყიდეთ-მეთქი. პირველი მანქანაც ჰონორარით ვიყიდე. მოგვიანებით ვიყიდე ბინა გაბაშვილზე, სადაც ახლა ვცხოვრობ, მერე ოფისიც, სადაც ადვოკატურა მქონდა. ვერავინ ვერაფერში მომედავება, გამორიცხულია, იმდენჯერ აქვთ შესწავლილი და გაფილტრული ჩემი ქონება.

ერთხანს მხოლოდ მე ვმუშაობდი, ოჯახის წევრები ჩემზე დამოკიდებული იყვნენ - 2 ბავშვი, დედმამიშვილები ჩემთან ცხოვრობდნენ და ყველას ვეხმარებოდი. როცა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ვალდებული ხარ, რაღაცებზე უარი თქვა. ისედაც არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ბინაც სადად მოვაწყვე, გადაპრანჭული არ არის.

- რაში არ გენანებათ ფულის დახარჯვა?

- წიგნებში, იმდენი წიგნი მაქვს, ვერსად ვატევ. ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები. როდესაც საჯარო პირი ხარ, უბრალოდ, გინდა თუ არ გინდა, ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია, მით უფრო, ქალისთვის. მაგალითად, ვარცხნილობა ერთი დღეც რომ არ მქონდეს წესრიგში, ჩემი სტილისტი მეუბნება, მსაყვედურობენ, რატომ კარგად არ დავარცხნე თმაო. გარეგნობას ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ამაში დიდ თანხას არ ვხარჯავ.

ოჯახში ახლა მე ვარ ერთადერთი შემომტანი. 3.600 ლარზე მეტია ჩემი ხელფასი. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ხარჯს სრულად ფარავს, მაგრამ იმ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი გაჭირვებული ჰყავს და ამდენი პრობლემა აქვს, უნდა იმყოფინო. ამას ემატება დამატებითი შემოსავალიც, როგორც მეცნიერის... სხვათა შორის, ადვოკატობით უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე ახლა მაქვს...

სულ ცდილობენ, რაღაცები მოიგონონ, მესმის ჭორები, ვითომ ძალიან მდიდარი და ყოვლისშემძლე ვარ, მაგრამ ფაქტები არსად ჩანს. ამას წინათ სალონში მითხრეს, რომ ავტობუსების პარკის მფლობელი ვყოფილვარ და თურმე "2 ნაბიჯიც" ჩემი ყოფილა, არადა, ერთხელაც კი არ შევსულვარ. რაც მაქვს, ყველაფერი ჩავწერე დეკლარაციაში. თავიდან ვნერვიულობდი ამ ჭორების გამო, მაგრამ იმდენი ცილისწამება და ტყუილი მოვისმინე, დღეს რეაქცია აღარ მაქვს. თუ საჯარო მოხელემ უკანონობა ჩაიდინა, მას ბრძოლისა და პროტესტის ძალა აღარ ექნებოდა, მე კი არაფერი მეტყობა იმის, რამე მაშინებდეს. ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს, გავჩუმდები და წავალ პოლიტიკიდან ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა. უფრო მეტ კომფორტშიც კი ვიქნები... ბევრჯერ მქონდა შანსი, გავმხდარიყავი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ყოველ ჯერზე უარი ვთქვი... ადვოკატობას არ ვგულისხმობ... არჩევანი სულ მქონდა, მაგრამ ეს მოითხოვდა მცირე კომპრომისს და ამას არ დავუშვებდი - პრინციპებს არასდროს გადავაბიჯებ, მირჩევნია, მშვიდად ვიცხოვრო. წაიკითხეთ სრულად

"52 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ, ვხუმრობ ხოლმე, რაღა კიკა იყო პლეხანოვზე და რაღა თამარა საბურთალოზე-მეთქი" -  მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს

გადაცემა Newsroom-ის სტუმრებია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და დავით კირკიტაძე

"კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ გამოცდამდე" - რისთვის აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ყოფილი ელჩები: იალოვეცი, ტეფტი და კორტნი