თსუ-ს რექტორის მტკიცებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს

თსუ-ს რექტორის მტკიცებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის მტკიცებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს.

ასე უპასუხა შარვაშიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ჩემი კითხვის" მაყურებლის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. შარვაშიძემ თავისი განცხადების არგუმენტად აგვისტოში მიღებული კანონი დაასახელა, რომლითაც განისაზღვრა ობიექტები და სახელმწიფო უწყებები, რომლებშიც უსაფრთხოების ოფიცრები იქნებიან განთავსებული.

"ამ ჩამონათვალში არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, არც სხვა რომელიმე უნივერსიტეტი და არც განათლების სამინისტრო. ამის გარეშე ცხოვრებას ვაპირებთ ისე, როგორც კანონი გვკარნახობს, ოდეერების გარეშე. რაც შეეხება ურთიერთობას უშიშროების და უსაფრთხოების საკითხებზე. შეიძლება იყოს სულ სხვა რიგი საკითხები, ნებისმიერ კვლევით ცენტრს შეიძლება გააჩნდეს ე.წ. სარეჟიმო ობიექტი, ანუ სადაც გაძლიერებული დაცვა არის საჭირო. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, სადაც დასაცავია ბევრი რამ, კონტროლი სჭირდება. ამ შემთხვევაში ძალიან ცივილურად და ღიად ხდება იმ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარება, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ეს ხდება კონტრაქტის მეშვეობით. თუ გვჭირდება დაცვა რექტორის, რომელიც მცხეთაში, დაიდება კონტრაქტი შესაბამის სამსახურთან და ეს იქნება ღია, ცივილური და გასაგები ურთიერთობა", - განაცხადა შარვაშიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."