"იარაღს დაურიგებდნენ "ნაციონალებს" და ისინი დაიწყებდნენ ქუჩაში სროლას" - ვისი გეგმის ნაწილია შსს-ს მიერ აღმოჩენილი დამარხული იარაღი?!

"იარაღს დაურიგებდნენ "ნაციონალებს" და ისინი დაიწყებდნენ ქუჩაში სროლას" - ვისი გეგმის ნაწილია შსს-ს მიერ აღმოჩენილი დამარხული იარაღი?!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. მათივე თქმით, საბრძოლო მასალა შენიღბულად 2009-2011 წლებშია დამარხული.

"კერძოდ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა. სამართალდამცველებმა სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე და გორის რაიონში, ქვის სამტვრევი ქარხნის მიმდებარედ, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა"- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შსს-ში ჯერჯერობით არ საუბრობენ იმაზე, არსებობს თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილი და ვისი გეგმის ნაწილია მიწაში დაფლული იარაღი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის თქმით, ეს წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული სამალავებია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის მოგერიებისთვის გაკეთდა და სავარაუდოდ, ამის თაობაზე მოქმედი ხელისუფლება, ხელისუფლების გადაბარების პროცესში ინფორმირებული უნდა ყოფილიყო.

დავით დარჩიაშვილი:

- საუბარი იყო, საქართველოში რუსეთის არმიის ხელახლა შეჭრის შემთხვევაში წინააღმდეგობის უჯრედების მომზადებაზე, რაც სავსებით ლეგიტიმური ნაბიჯია. თუმცა, ანტისახელმწიფოებრივი კანონდარღვევითი მოქმედებაა, ამ ყველაფრის გამჟღავნება, რასაც ახლა აკეთებენ. მაგრამ ამ ხელისუფლების მხრიდან იმდენი სახელმწიფოებრივი საიდუმლოებაა გაცემული რუსული აგენტურისათვის, ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, არაფერს ცვლის. ეს ხელისუფლება ვერ გასცდა შეთქმულების თეორიებს, თითქოს ოპოზიცია დესტაბილიზაციას აპირებს...განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ