რა მდგომარეობაში არიან სამეგრელოში ნაცემი "ქართული ოცნების" ახალგაზრდულის წევრები

რა მდგომარეობაში არიან სამეგრელოში ნაცემი "ქართული ოცნების" ახალგაზრდულის წევრები

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კვალიფიციურ მკურნალობას გადიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ნაცემი ახალგაზრდები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავდმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა.

"ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სოფელ დიდინეძში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების მიერ ნაცემი სულ სამი ახალგაზრდა მიიყვანეს, მათგან ერთი ბინაზე გაეწერა და მკურნალობის კურსს იქ განაგრძობს, ორი დაზარალებული ახალგაზრდა კი ამ დრომდე სტაციონარში რჩება", - ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ