რას წერს რომის პაპის ვიზიტზე უცხოური მედია: "წირვა თბილისის ნახევრადცარიელ მოედანზე ჩატარდა"

რას წერს რომის პაპის ვიზიტზე უცხოური მედია: "წირვა თბილისის ნახევრადცარიელ მოედანზე ჩატარდა"

რომის პაპის საქართველოში ორდღიანი ვიზიტის გასაშუქებლად აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა. საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით, პონტიფიკოსის მიერ ჩატარებული წმინდა წირვა მოექცა, რომლის შემდეგაც, ისეთ ცნობილ დასავლურ მედიასაშუალებებში, როგორიც, "ბი-ბი-სი" და "როიტერია", გაჩნდა სტატიები, სათაურით "რომის პაპმა წმინდა წირვა თბილისის ნახევრადცარიელ მოედანზე ჩაატარა".

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" რეპორტიორების განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში პაპი ფრანცისკე 16 ქვეყანას ეწვია, თუმცა საქართველოში ჩატარებულ წირვას ყველაზე ნაკლები ადამიანი დაესწრო.

"ბი-ბი-სი"-ს თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავის მრევლს ურჩია, რომაულ-კათოლიკურ მსახურებაში მონაწილეობა არ მიეღო.

"რომის პაპის ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მართლმადიდებლებს კათოლიკურ წირვაზე დასწრება განსხვავებული დოქტრინების გამო არ შეეძლოთ", - ნათქვამია "ბი-ბი-სი"-ს სტატიაში.

რეპორტიორის ინფორმაციით, მოედანზე, რომელიც დაახლოებით 25 ათას ადამიანს იტევს, 3 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კი დელეგაცია არ გააგზავნა.

უცხოელ რეპორტიორებს წირვაზე ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას დასწრებაც არ გამორჩენიათ. საერთაშორისო მედიის ყურადღება აეროპორტის გზაზე გამართულმა საპროტესო აქციამ და წარწერამაც " ვატიკანი-სულიერი აგრესორია" მიიპყრო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა