სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები პოლიციაში დაიბარეს

სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები პოლიციაში დაიბარეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები წუხელ გვიან ღამით ზუგდიდის პოლიციაში დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, მათი პარტიის დიდინეძის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა და მისი მეგობარი მანუჩარ ქირია სამმართველოში ამოცნობის პროცედურისთვის იყვნენ დაბარებული, თუმცა პროცედურა გადაიდო.

მათივე ინფორმაციით, კუკავას და ქირიას პოლიციაში დღეს 15:00 საათზე ელოდებიან.

წუხელვე ზუგდიდის სამმართველოსთან იმყოფებოდა ერთ-ერთი დაშავებული ლიკა დემეტრაძე.

1 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენელ მერი შენგელაიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ