მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიასგან ბოდიშს ელის

მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიასგან ბოდიშს ელის

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასგან მათი საუბრის ჩაწერის გამო ბოდიშს ელის.

როგორც ახვლედიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა, მას ზუსტად არ ახსოვს როდინდელ საუბარს ასახავს ჩანაწერი, ვინაიდან სხვადასხვა ვითარებაში რამდენჯერმე მოუწია ნიკა გვარამიასთან შეხვედრა - ოჯახშიც და საჯარო სიტუაციაშიც.

"შეიძლება, ეს უფრო მკვეთრი ფორმით არის, მაგრამ ზუსტად იგივე ტექსტს ვსაუბრობ პირდაპირ ეთერში ბოლო ორი წელიწადია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჯერ ერთი ჩაწერა მოხდა და გვარამიასაც ვთხოვე ბოდიშის მოხდა, ვინ ახდენს ამ ყველაფრის გავრცელებას და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ სულ სხვა საკითხებზე იყოს აქცენტი. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ნიკა გვარამია ამ საუბარს იწერდა და ჩემთვის ეს მიუღებელია, როგორი თავისუფლებაც არ უნდა იყოს და როგორი უფლებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს მსგავსი ჩანაწერის გაკეთების, მე ვფიქრობ არ არის ეს ნორმალური ურთიერთობა ადამიანებს შორის", - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, მან ნიკა გვარამიას ნომერიც არ იცის, ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგაც არ დაკავშირებია და პირიქით, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს დააბარა და ისინიც დაეთანხმნენ, რომ ნიკა გვარამიას მასთან ბოდიში აქვს მოსახდელი.

"მე ხომ არ დავურეკავ, რატომ გააკეთე ეს-თქო? პრობლემა ეს არ არის. ძალიან ცუდი, რომ გააკეთა, მაგრამ პრობლემა იმაშია, ვის სჭირდება ამის ასეთი ფორმით გავრცელება. გამოძიებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი. ძალიან ბევრს უნდა, რომ არ ვისაუბრო პრობლემურ თემებზე და ვიყო თავის მართლების რეჟიმში და დამაბრალოს, რომ ვიღაცას ანგარიშს ვაბარებ და ა.შ. ასეთი ავადმყოფური აზროვნების ადამიანების მიერ მოფიქრებულს რომ პასუხი გასცე, ალბათ, მათსავით უნდა აზროვნებდე", - დასძინა ახვლედიანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."