მამუკა ახვლედიანი - ერთხელ ადეიშვილის კაბინეტშიც კი დამიბარეს ცერცვაძე-ჩინჩალაძემ, რომლებიც დღეს სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენენ

მამუკა ახვლედიანი - ერთხელ ადეიშვილის კაბინეტშიც კი დამიბარეს ცერცვაძე-ჩინჩალაძემ, რომლებიც დღეს სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა ახვლედიანის თქმით, მოსამართლეებმა - ცერცვაძემ და ჩინჩალაძემ, რომლებიც დღეს სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენენ, თავის დროზე, ზეწოლის მიზნით, იგი ადეიშვილის კაბინეტში დაიბარეს.

ახვლედიანი კიდევ ერთელ საუბრობს მოსამართლეებზე განხორციელებლ ზეწოლაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტების გამოძიების ნება არ აქვს.

"2012 წლამდე სწორედ ამ ადამიანების წინააღმდეგ ვიყავი და ერთხელ ადეიშვილის კაბინეტშიც კი დამიბარეს ცერცვაძე-ჩინჩალაძემ, რომლებიც დღეს წარმოადგენენ სასამართლო ხელისუფლებას. საკითხი არ ეხებოდა კონკრეტულ საქმეს, ეხებოდა ზოგადად, ელექტრონული სისტემის მუშაობას და სასამართლოს პროკურატურის ქსელში ჩართვას, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვიყავი და ეს დავაფიქსირე კიდეც. მაშინდელი იუსტიციის მინისტრი გაგებით შეხვდა ამას და ნაწილობრივ, არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, მაგრამ ისინი პირდაპირ საჩივრით იყვნენ, რომ ახვლედიანი ძალიან თამამად გამოთქვამს შეხედულებებს და თუ მას არ გააჩერებთ, შეიძლება სხვა მოსამართლეებიც აყვნენო. ეს ადამიანები მართავენ ახლა სასამართლოს და მათ ხელს აფარებენ", - განაცხადა ახვლედიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."