"მეგობრებმა მითხრეს, რა უნდა აჩუქო, შენ გარდაო" - რატომ ატირა გიგი გაჩეჩილაძემ საყვარელი ქალი ხელის თხოვნის დროს

"მეგობრებმა მითხრეს, რა უნდა აჩუქო, შენ გარდაო" - რატომ ატირა გიგი გაჩეჩილაძემ საყვარელი ქალი ხელის თხოვნის დროს

მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძემ და მისმა რჩეულმა ანანო ჯოხაძემ ზაფხულში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. წყვილმა ჯვარი ჯვარზე დაიწერა, წვეულებაზე კი მცხეთაში მდებარე რესტორან "გუჯარში" უმასპინძლა სტუმრებს.

ქორწილიდან სამი თვის შემდეგ, ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ახალდაქორწინებულები მათი ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ეპიზოდს იხსენებენ - როგორ სთხოვა ხელი გიგიმ ანანოს:

"გუდაურში ვიყავით მეგობრებთან ერთად და იქ ვთხოვე ხელი. ახალი წელი იყო და ვფიქრობდი, რა მეჩუქებინა - ყველაფერი ნაჩუქარი მქონდა უკვე. მერე მეგობრებმა მითხრეს, რა უნდა აჩუქო, შენ გარდაო. დავფიქრდი, რაღას ველოდო, კიდევ რა არის საჭირო, რომ დავრწმუნდე და ეს ნაბიჯი გადავდგა-მეთქი. როცა ჩემს შეკითხვას პასუხი ვერ გავეცი და ყველანაირი არგუმენტი ამოწურული მქონდა, მერე გადავწყვიტე, ეს ნაბიჯიც გადამედგა. ძალიან ვნერვიულობდი. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ სადაც გუდაურში ხელის თხოვნის ცერემონიალი დავგეგმეთ, ცოტა გვიან მოგვივიდა იქ ასვლა და ყინავდა. ანანო გზაში ლამის გაიყინა" - ყვება მოცეკვავე.

ანანო: მატყუებდა, შენთვის დიდი საჩუქარი მაქვს და მანქანაში დევსო. ვერ მოვითმინე და ვითომ საგუნდაოდ გავედი გარეთ. ვიყურები, მანქანაში საჩუქარი არ დევს, რატის მანქანაში ჩავიხედე - იქაც არაფერია. გული დამწყდა, ალბათ, დაავიწყდა-მეთქი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არ დავიწყებია. მაგრამ, ისეთი სიცივე იყო, ლამის გეგმები ჩავუშალე. ზოგადად, სიცივეს ვერ ვუძლებ. ხელები ისე მქონდა გაყინული, ორი საათი ვტიროდი. ჩემ გარდა, ყველამ იცოდა და მამშვიდებდნენ. მერე ჩემს დაქალს წამოცდა, მალე ბედნიერი იქნებიო.

გიგი: ძალიან მაგარი ფოიერვერკი გვქონდა ნაყიდი. ხელის თხოვნის პროცესში გაუშვეს, მაგრამ ეს არ გვინახავს არც მე და არც ანანოს. ისე ვნერვიულობდი, ვერაფერს ვხედავდი (იცინის). ფოიერვერკის გაშვების დროს ვთხოვე ხელი.

ანანო: მანამდე ვიცოდი ამ ფოიერვერკის შესახებ და ველოდებოდი, როდის გაუშვებდნენ, 200 მეტრზე უნდა ასულიყო, ამ მოლოდინში ვარ და მესმის გიგის სიტყვები. გიგი მოიცადე, ამას ვუყურებ და მერე მითხარი-მეთქი. ბოლოს, რომ გავიგონე, ანანო, იცი, მე ბევრი ვიფიქრე და დროა, დავქორწინდეთო, შემოვტრიალდი და გაოცებული ვუსმენდი.

გიგი: ისე ვნერვიულოდი, ეს ბეჭედი, რაშიც იდო, პირიქით დავიჭირე, ვეღარ მივხვდი, ძალას თუ ვატანდი და გახსნის დროს ყუთი გავტეხე (იცინის).

ანანო: შოკირებული ხომ ჩავიკეცე, მაგრამ მაინც გავაპარე თვალი ბეჭდისკენ. ორივე ხელით გამომიწოდა ბეჭედი, ავიხედე და აბა, სად არის ბეჭედი-მეთქი?! მეც, ნერვიულობისგან ვერც ბეჭედი დავინახე და ვერც ვერაფერი. დღეს ეს ყოველივე ძალიან ტკბილად მახსენდება..."

ეთო ხურციძე

ჟურნალი "თბილისელები"

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"