აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო ოპერაცია უტარდება

აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო ოპერაცია უტარდება

"პირიმზესთან" მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოხდა. მათივე მტკიცებით, ავტომანქანაში გივი თარგამაძე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, მძღოლი.

იხილეთ: პირველი კადრები ადგილიდან, სადაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა

გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების დეტალებზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი