გივი თარგამაძის ავტომანქანის აფექთების ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფექთების ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "პირიმზესთან" მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, მძღოლი. იგი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ