გივი თარგამაძე - ჩემი მეუღლის ტელეფონზე რაღაც ჩინური ნომრით აუდიოჩანაწერები გადაიგზავნა

გივი თარგამაძე - ჩემი მეუღლის ტელეფონზე რაღაც ჩინური ნომრით აუდიოჩანაწერები გადაიგზავნა

30 რიცხვში ჩემი მეუღლის ტელეფონზე რაღაც ჩინური ნომრით გადაიგზავნა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც თითქოსდა ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ჩემი სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ჩართვისას განაცხადა.

"ბუნებრივია, მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება და მასში არავისთვის მონაწილეობის მიღების დაშვებას არ ვაპირებთ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვით ამ ადამიანების ბინძურ გონებაში მოფიქრებული თამაშის წესებში რამენაირ ჩართვაზე, უბრალოდ დავაიგნორეთ ეს ყველაფერი. თუმცა დღეს ამ ფაქტის მერე, ამასაც საჯაროს გავხდი. ზოგადად, მთელი ეს პერიოდი შორიდან შეთვლა-შემოთვლის ფორმატში... ვიცით, ხომ ვინ არის ეს ვიზავი და ვინც იგონებს ამ ყველაფერს, უფრო სწორად, იგონებს ივანიშვილი, მაგრამ ვინც ახორციელებს ყოველგვარ ასეთ ძალადობრივ აქტებს, თუ იმ სიბინძურეების გავრცელებას, რაც ვრცელდება. ეს არის ადამიანი, რომელსაც მე "ანტრიკოტას" ვეძახი და ის ამაზე ბრაზდება, რატომღაც, თუმცა ეს არ არის ჩემი შერქმეული მეტსახელი. როდესაც ის პოლიციაში მუშაობამდე მხოლოდ და მხოლოდ ხორცის მაღაზიაში მუშაობდა, იქ შეარქვეს მას ეს სახელი. როგორც ჩანს, კომპეტენცია ხორცის მაღაზიისაა. ხორცის გამყიდველებს ჩემი პატივისცემა, არაფერს ვერჩი, მაგრამ როდესაც ადამიანი მხოლოდ ამ ექსპერიენსით გადადის პოლიციაში და შემდეგ ხდება ყველაზე მთავარი ფიგურა, რომელსაც ფეხქვეშ ჰყავს გათელილი მისი მინისტრიც კი, უნიათო, ბატუტზე მხტომელი... ვგულისხმობ სუს-ის ფორმალურ მინისტრს, გომელაურს, ის არაფერს წარმოადგენს სუს-ში. სუს-ში მხოლოდ და მხოლოდ ბატონი გოგაშვილი არის ფიგურა და პირდაპირ უჩა მამაცაშვილიდან კონტაქტობს უზენაეს მათ ბინძურ ღვთაებასთან. სწორედ ასე ხორციელდება ყველაფერი. ივანიშვილი იგონებს ამას თავის ბინძურ ტვინში, ახორციელებს გოგაშვილი. ბოლო პერიოდში, მგონი, კალაძეც კი ჩაწია გვერდზე, თუმცა ისიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველგვარი ამ ძალადობის. სხვა ადამიანებზე ვერც მექნება ეჭვი, ბუნებრივია გამოძიება ჩატარდება", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."