"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან

არსებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, მათ შორის გარესათვალთვალო კამერების ამოღებას ახორციელებენ. შენობაში იმყოფებიან პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ლიდერები.

რამდენიმე საათის წინ "პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 მოქალაქე, მათ შორის გივი თარგამაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."