აშშ-ის საელჩოს მკაცრი განცხადება თარგამაძის მანქანის აფეთქების თაობაზე

აშშ-ის საელჩოს მკაცრი განცხადება თარგამაძის მანქანის აფეთქების თაობაზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში ძალადობრივ ქმედებებს გმობს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს ზიანს აყენებს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ამასთან, საელჩო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."