ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს დავით ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაცვის მხარე ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს ორ შუამდგომლობას, ბრალდებულის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ან ხუთი პარლამენტის დეპუტატის თავდებით გათავისუფლებას სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ბრალდებულის მიმალვის საფრთხის მოტივით დავით ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, განჩინების სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებას.

"ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის ხელმძღვანელი, დავით ჯაფარიძე სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ