"დაგრუზვა", "ფრენდი", "კაროჩე", "ფართი" - რუსულიდან და ინგლისურიდან შემოსული ყველაზე პოპულარული ბარბარიზმები

"დაგრუზვა", "ფრენდი", "კაროჩე", "ფართი" - რუსულიდან და ინგლისურიდან შემოსული ყველაზე პოპულარული ბარბარიზმები

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსული და ინგლისური ენებიდან ქართულში გავრცელებულ ბარბარიზმებს აქვეყნებს:

10 - ინგლისურიდან შემოსული და ყველაზე ხშირად წაკითხული ბარბარიზმი "ფეისბუქზე"

1. ფრენდი - მეგობარი

2. კრეატიული - შემოქმედებითი

3. ლაიქი - მოწონება

4. სენსიტიური - მგრძნობიარე (შესაძლოა, მტკივნეულიც, სათუთიც)

5. ივენთი - ღონისძიება

6. დაკლიკება - დაწკაპუნება

7. ლინკი - ბმული

8. დათაგვა - მონიშვნა

9. ფართი - წვეულება

10. ოქეი - კარგი

10 რუსულიდან შემოსული ბარბარიზმი, რომელთა გადაჩვევაც ჯერ ვერ მოვახერხეთ. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ

1. ხარაშო - კარგი ( ახლა უმეტესად ოქეით არის ჩანაცვლებული)

2. დაგრუზვა - ამ შემთხვევაში დათრგუნვა

3. ბასეინი - აუზი

3. ზაგარი - ნამზეური

4. კანატკა - საბაგირო

5. პროსტა - უბრალოდ

6. ვაბშე (ესეც დამახინჯებული რუსული სიტყვაა) - საერთოდ

7. კაროჩე - მოკლედ

8. ნაგლი - თავხედი

9. ვსიო - მორჩა

10. პრობკა - საცობი

სამწუხაროდ, რუსულ ბარბარიზმებს ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული. განსაკუთრებით მრავლად არის მანქანასთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ გვხდება მაროჟნი - ნაყინი, სპიჩკა - ასანთი, ზაჟიგალკა - სანთებელა, ბაკი - ავზი, ვედრო - სათლი, ტაშტი - ვარცლი და ასე შემდეგ

ვფიქრობ, რომ ენას ჩვენ გარდა არავინ მოუფრთხილდება და დაფიქრება გვმართებს!".

სამი პირი ავტომობილში, მეოთხე საბარგულში - კურიოზი საყოველთაო კარანტინში (ფოტო)

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"