არსებული ინფორმაციით, სუს-მა "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრი დაკითხვაზე დაიბარა

არსებული ინფორმაციით, სუს-მა "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრი დაკითხვაზე დაიბარა

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრი დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ცნობას თავად "თავისუფალი ზონის" წევრები ავრცელებენ.

უფრო კონკრეტულად, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი მარიამ ბაშარული სოციალურ ქსელში წერს, "სუს-მა სახლში მიაკითხა და დაკითხვაზე იძულების წესით მიჰყავს".

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზეა დაბარებული "თავისუფალი ზონის" კიდევ ერთი წევრი ვაჟა მორგოშიაც.

არაოფიციალური ინფორმაციით, მათი საგამოძიებო უწყებაში დაბარება ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული წევრების საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ