"თავისუფალი ზონის" წევრები დაკითხვაზე იძულების წესით გადაჰყავთ

"თავისუფალი ზონის" წევრები დაკითხვაზე იძულების წესით გადაჰყავთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ "თავისუფალი ზონის" წევრები - მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია დაკითხვაზე იძულების წესით გადაჰყავთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ვინაიდან ბაშარული და მორგოშია რამდენჯერმე დაკითხვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ, მიიღეს მოწმის სახით მათი საგამოძიებო უწყებაში იძულებით მიყვანის შესახებ სასამართლოს განჩინება.

"თავისუფალი ზონის" წევრები - მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება იძულებით მოყვანაზე მოწმის სახით დაკითხვის მიზნით", - განაცხადეს სუს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ