"თავისუფალი ზონის" წევრები უკვე სუს-ში იმყოფებიან

"თავისუფალი ზონის" წევრები  უკვე სუს-ში იმყოფებიან

"თავისუფალი ზონის" წევრები ვაჟა მორგოშია და მარიამ ბაშარული უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებიან.

მათი დაკითხვა, სავარაუდოდ, ჯერ არ დაწყებულა, რადგან მათი ადვოკატები ე.წ. მოდულის შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. როგორც მარიამ ბაშარულის ინტერესების დამცველმა ირაკლი ზაქარეიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობს, რომ ამ ახალგაზრდებს ხელი შეუშალოს საქმიანობაში, რადგან მათ ორი დღის წინ დატოვეს სუს-ში შეტყობინება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო დაკითხვაზე ვერ მივიდოდნენ.

"ორი დღის წინ მათ დატოვეს სუს-ში განცხადება, რომ საარჩევნო პერიპეტიების გამო რამდენიმე დღე ვერ ახერხებდნენ მოსვლას, თუმცა გაცვივდნენ და მოიტანეს განჩინება, მოიყვანეს იძულების წესით დაკითხვაზე. რაღაც სპეცოპერაციასავით ჩაატარეს, ჩაყარეს მანქანაში და გამოიყვანეს ეს ახალგაზრდები. მინდა ვთქვა, რომ სუსი ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას, რომ ამ ახალგაზრდებს ხელი შეუშალოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბერს ეს მარაზმი დასრულდება", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შესვლამდე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბაშარულისა და მორგოშიას დაკითხვა იმ ინფორმაციას უკავშირდება, რომელიც "თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრებმა გააჟღერეს.

"რასაც სუს-ის მიერ მოსყიდული "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრები ამბობდნენ იმ საკითხზე უნდა დაკითხონ, გადატრიალებასთან და გადმოტრიალებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ