გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს

გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე 18:00 საათზეა დაბარებული.

ამასთან, პარტიაში არ იციან, მივა თუ არა თარგამაძე საგამოძიებო უწყებაში და როგორც განმარტავენ, შესაძლოა დაკითხვა მის საცხოვრებელ სახლში განხორციელდეს.

"ჯერჯერობით არ ვიცით, გივი თარგამაძე შეძლებს თუ არა საგამოძიებო უწყებაში მისვლას, ვინაიდან მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მისი დაკითხვა სახლში მოხდეს", - განაცხადეს პარტიაში.

4 ოქტომბერს, ღამით, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ