გივი თარგამაძის დაკითხვა დღეს სავარაუდოდ ვერ შედგება

გივი თარგამაძის დაკითხვა დღეს სავარაუდოდ ვერ შედგება

დეპუტატ გივი თარგამაძის დაკითხვა დღეს სავარაუდოდ ვერ შედგება. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გივი თარგამაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლა შესაძლოა ვერ შეძლოს, რის გამოც დეპუტატი გამომძიებლებს მის საცხოვრებელ სახლში დაკითხვას სთავაზობს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს, რომ მის საგამოძიებო უწყებაში მისვლას დაელოდოს.

"გივი თარგამაძე მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს დაკითხვაზე მისვლა შესაძლოა ვერ შეძლოს", - განაცხადეს "ნაციონალურ მოძრაობაში".

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ თარგამაძის გამოჯანმრთელებას დაელოდებიან.

"გივი თარგამაძე დღეს 18:00 საათზეა დაკითხვაზე დაბარებული. იმ შემთხვევაში, თუ ის დღეს მოსვლას ვერ შეძლებს, მისი დაკითხვა მოხდება მაშინ, როცა ამას მოახერხებს", - აღნიშნეს შსს-ში.

4 ოქტომბერს, ღამით, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ