რა აინტერესებდა გამოძიებას ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლისგან - ილია ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ჰყვება

რა აინტერესებდა გამოძიებას ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლისგან - ილია ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ჰყვება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის, ილია ნიკოლაიშვილის დაკითხვა დასრულდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის, ბესო კალაძის საჯარო განცხადებით და მისი ფეისბუქგვერდით დაინტერესდა. ნიკოლაიშვილის თქმით, მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.

"გამოძიება დაინტერესდა ჩემი საჯარო ფეისბუქგვერდით, ასევე, რამდენიმე ადამიანის საჯარო, სამარცხვინო განცხადებით. ვგულისხმობ "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის, ბესო კალაძის განცხადებას, რომელიც მთლიანად იყო ბოდვა. ვწუხვარ, რომ სამართალდამცავები ამაზე დროს ხარჯავენ. რაც შეეხება თავად პროცესს, გამომძიებელი იყო კორექტული და მასთან მიმართებით პრეტენზია არ მაქვს", - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია, ნიკოლაიშვილი პასუხობს, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შემთხვევით შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

"მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ შემთხვევით შევხვდი და მითხრა, რომ დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში და რომ სურს ქვეყანაში მშვიდობა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. მისივე თქმით, დღვანდელი დაკითხვა 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ