"ტერა ბანკი" კომპანია BLB-ს მოუწოდებს, ბანკის რეპუტაციის დასაზარალებლად ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებს

"ტერა ბანკი" კომპანია BLB-ს მოუწოდებს, ბანკის რეპუტაციის დასაზარალებლად ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებს

"ტერა ბანკი"იურიდიულ კომპანია BLB-ს მოუწოდებს, ბანკის რეპუტაციის დასაზარალებლად ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურიდიული კომპანია BLB-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ "ტერა ბანკში" განუცხადეს.

იმის დასამტკიცებლად, რომ ბანკის ერთ-ერთი მეანაბრის დეპოზიტიდან ფულის გაუჩინარების საქმეზე პროკუატურაში გამოძიება ბანკის მოთხოვნით დაიწყო, "ტერა ბანკი" შესაბამის დოკუმენტს ასაჯაროებს.

"იმის დასტურად, რომ იურიდიული კომპანია BLB "ტერაბანკის" წინააღმდეგ კვლავ ცრუ ბრალდებას ავრცელებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ფაქტებსა და ინფორმაციას ამახინჯებს, ვასაჯაროებთ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით "ტერაბანკმა" თავად მიმართა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ინტერესშია, საგამოძიებო და სასამართლო პროცესები შეუფერხებლად წარიმართოს. იურიდიული კომპანია BLB-ს კი, მოვუწოდებთ, მიჰყვნენ სამართლებრივ პროცესებს და ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას, ბანკის რეპუტაციის დასაზარალებლად", - აცხადებენ "ტერა ბანკში".

მთავარმა პროკურატურამ, "ტერა ბანკის" ერთ-ერთი მეანაბრის დეპოზიტიდან ფულის გაუჩინარების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბანკის ერთ-ერთი ფილიალის მმართველი დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იურიდიული კომპანია BLB (Business Legal Bureau)-დან აცნობეს, კომპანიამ 2016 წლის 8 ივნისს პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც "ტერა ბანკში" განხორციელებული თაღლითობის ფართომასშტაბიანი სქემის შესახებ ინფორმაცია გაახმაურა, რომლის შედეგადაც ამ ბანკის ერთ-ერთი მეანაბრის დეპოზიტიდან მისგან მალულად და მისი ნების საწინააღმდეგოდ 2 000 000 ლარამდე ფულადი თანხა გაქრა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაზარალებული მეანაბრე და მისი ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია, BLB (Business Legal Bureau), თავს ვალდებულად თვლის, "ტერა ბანკის" მიერ გამოქვეყნებული განცხადების პასუხად განმარტოს, რომ "ტერა ბანკი" ამჯერადაც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ვინაიდან მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო დაზარალებულის და არა "ტერა ბანკის" განცხადების საფუძველზე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი