ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ მიმართვას ავრცელებს.

"არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მინდა ჩემი მოსაზრებები გადმოგცეთ.

ჩვენი პარტიის აქტივისტებმა და ლიდერებმა საქართველოს თითქმის ყველა ოჯახი შემოიარეს და ხალხის განწყობას გაეცნენ. ვიხილეთ სანდო კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ნათელია, რომ არჩევნებს ვიგებთ. ვიხილეთ გრანდიოზული მხარდამჭერი მიტინგიც 5 ოქტომბერს.

ამის მიუხედავად, ზოგი ჩვენგანი მაინც თავშეკავებულია პროგნოზებში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ზოგი ზედმეტად თვითკრიტიკულია, ზოგს სოლიდარობის განცდა ბოჭავს, ზოგისთვის კი გამარჯვება too good to be true არის.

პირადად მე დარწმუნებული ვარ ჩვენს უპირობო გამარჯვებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

პირველ ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობით გავალთ პირველ ადგილზე. მეორე ტური ჩატარდება ოლქების უმეტესობაში, სადაც თითქმის ყველა ოლქში ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

8 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება და ქვეყანა ახალ რეალობაში აღმოჩნდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედგება პატრიოტი, პატიოსანი, განათლებული და მებრძოლი წევრებისგან. ასეთი ხალხი ყოველთვის იმარჯვებს და ჩვენც გავიმარჯვებთ!", - ნათქვამია მერაბიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."