გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია - შს მინისტრის მოადგილე დეტალებზე

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია - შს მინისტრის მოადგილე დეტალებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. ამის შესახებ ბესიკ ამირანაშვილმა "იმედს" განუცხადა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია. 3 დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში შს სამინისტროს, სუს-ის და პროკურატურის მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდო პირი.

ამჟამად, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ამ ეტპაზე გლდანში ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ