"5 დღეა წასულია რუსეთში სამუშაოდ..." - რას ამბობს თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებულის მამა

"5 დღეა წასულია რუსეთში სამუშაოდ..." - რას ამბობს თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებულის მამა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის, დავით ხეჩუაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება და რუსეთშია წასული. ამის შესახებ ანზორ ხეჩუაშვილმა "რუსთავი 2"- ს განუცხადა. მანვე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომაა მისი შვილი ეჭვმიტანილი ამ საქმეში. ანზორ ხეჩუაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ მისი შვილი უკრაინაში იყო.

"ის ვითომ მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტში. წავიდა ძიება და რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, მერე გამოუშვეს. ამის მერე იყო მუხროვანი, იქაც გაამართლეს. ჩემი შვილი აქ არ არის და როგორ მონაწილეობდა აფეთქებაში? 5 დღეა წასულია რუსეთში სამუშაოდ. უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული", - განაცხადა ხეჩუაშვილის მამამ.

გლდანის ერთ-ერთ მიკრო რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით კი, ამავე საქმეზე სპეცოპერაცია კრწანისის რაიონშიც ტარდება.

შინაგან სამეთა მინსიტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გლდანში ხეჩუაშვილის ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.

4 ოქტომბერს, ღამით, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ