7 აკრძალვა, რომელიც არჩევნების დღეს მოქმედებს

7 აკრძალვა, რომელიც არჩევნების დღეს მოქმედებს

არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რამდენიმე აკრძალვა მოქმედებს. კერძოდ, "საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით:

აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია კენჭისყრის დღეს, უშუალოდ კენჭისყრის შენობაში.

აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა.

აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.

აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ ფოტო-ვიდეოგადაღება აწარმოონ.

აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა კენჭისყრის დროს, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

აკრძალული აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ არის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."