არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულ ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე საყვედურებით დახვდა.
მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე ივანიშვილი სხვა ამომრჩევლებთან ერთად რიგში იდგა და ხმის მიცემას ელოდა, როცა ქალბატონმა საყვედურით მიმართა: "ოთხი წელი ამის ღირსი ვიყავით ბატონო ბიძინა ჩვენ?! მე სხვაგან ვერ გნახავდით და ახლა უნდა მეთქვა". ამომრჩევლის უკმაყოფილების მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის დაუსაქმებლობა იყო.
ივანიშვილმა პასუხად მიუთითა, რომ ამ თემაზე სასაუბროდ კარგი დრო არ იყო და მას საკონტაქტო მონაცემების დატოვება სთხოვა.
ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
ნათია ინაური
AMBEBI.GE
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016