"წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა" - ივანიშვილის კომენტარი არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ

"წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა" - ივანიშვილის კომენტარი არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ

თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

"რატომ არის დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული? - მე ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით; გააზრებულად და არა რწმენით. რწმენა, მხედველობაში მაქვს არარელიგიური, რა თქმა უნდა. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, გვწამს და ამ რწმენის მიხედვით ვახერხებთ, წლობის განმავლობაში დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას გეუბნებით წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდატეხა მოხდა, რამეთუ უმრავლესობამ მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევანის გაკეთება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, თუმცა ყველაზე განმსაზღვრელი არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არა ემოციებით და რწმენით, არამედ გონებით აკეთებს არჩევანს.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."