ცესკო - ამ დროისათვის საოლქო-საარჩევნო კომისიებში 46 საჩივარია შეტანილი

ცესკო - ამ დროისათვის საოლქო-საარჩევნო კომისიებში 46 საჩივარია შეტანილი

ამ დროისათვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 46 საჩივარია შეტანილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმრავლესობა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ არის დაწერილი. ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა.

"მაგალითად, ხარვეზები შეეხება საარჩევნო უბანზე აგიტაციას, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა საუბნო-საარჩევნო კომისიების მიერ. გარდა ამისა, საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული მცირე ხასიათის ხარვეზები გამოვლინდა", - აღნიშნა ანა მიქელაძემ. მისივე ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისია შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილავს და შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."