შსს-ს კომენტარი მარნეულში არსებულ დაპირისპირებაზე

შსს-ს კომენტარი მარნეულში არსებულ დაპირისპირებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი, რომელიც ვითარების დასტაბილურებას ცდილობენ.

მათივე ცნობით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

"პოლიცია სიტუაციის განმუხტვას ცდილობს, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მოხდა დაპირისპირება, თუმცა ვისსა და ვის შორის, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადეს უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩამსხვრეულია იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული.

მომხდარში "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას", "ქართული ოცნება" კი "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ