მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე შსს განცხადებას ავრცელებს

მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე შსს განცხადებას ავრცელებს

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.

იხილეთ ვიდეო| როგორ შედის სპეცრაზმის დამატებითი ჯგუფები მარნეულში - უახლესი კადრები დაპირიპისპირების ეპიცენტრიდან

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.

საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.

ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ