მარნეულში სპეცრაზმის დამატებითი ჯგუფები შევიდნენ - უახლესი კადრები დაპირისპირების ეპიცენტრიდან

მარნეულში სპეცრაზმის დამატებითი ჯგუფები შევიდნენ - უახლესი კადრები დაპირისპირების ეპიცენტრიდან

მარნეულის, სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე სპეცრაზმისა და პოლიციის დამატებითი ჯგუფები მივიდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

სამართალდამცველები ვითარების განმუხტვას ცდილობენ. უბნის ტერიტორიაზე სიტუაცია ამ დრომდე არასტაბილურია და გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩამსხვრეულია იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული.

მომხდარში "ნაციონალური მოძრაობა" - "ქართულ ოცნებას", "ქართული ოცნება" კი "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ