მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შეკრებილი, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ აჰმედ იმამყულიევის მხარდამჭერები უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათი მტკიცებით, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები არჩევნები შედეგების გაყალბებას შეეცადნენ.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდამჭერები შეძახილებით, რომ გაუქმდეს უბნის შედეგები, 48-ე უბნის ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ. შესაბამისად, 48-ე უბანთან ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებიან სპეცრაზმის და პოლიციის წარმომადგენლები.
იხილეთ: მარნეულში სპეცრაზმის დამატებითი ჯგუფები შევიდნენ - უახლესი კადრები დაპირისპირების ეპიცენტრიდან