პაატა ბურჭულაძე: მივმართავ პრემიერს, მოიქცეს ვაჟკაცურად და აღიაროს დამარცხება

პაატა ბურჭულაძე: მივმართავ პრემიერს, მოიქცეს ვაჟკაცურად და აღიაროს დამარცხება

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს.

"მიმდინარეობს არჩევნების ტოტალური გაყალბება. მოვუწოდებ ყველას სიშივიდისკენ. სპეცრაზმს მოვუწოდებ, ხელი არ ახლოს მშვიდობიან მოსახლეობას. დღეს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა და როცა უჭირს, ასეთ ხერხებს მიმართავს. მივმართავ პრემიერს, აღიაროს დამარცხება. ამასაც ვაჟკაცობა უნდა და ვაჟკაცურად მოიქცეს", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მარნეულში, სოფელ ყიზილ-აჯლოში, N48-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ინციდენტი მოხდა, სპეცრაზმია მობილიზებული. საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან სპეცრაზმისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენების გარეშე, ინციდენტში მონაწილე მოქალაქეები მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."