როგორ ეხმაურებიან ეგზიტპოლის პირველად შედეგებს "ფეისბუქზე"

როგორ ეხმაურებიან ეგზიტპოლის პირველად შედეგებს "ფეისბუქზე"

ქართველმა ხალხმა დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტი აირჩია. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე საზოგადოებამ ტელეკომპანია "იმედისა" და "რუსთავი ს"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები იხილა. "იმედმა" კვლევა კომპანია TNS opinion-ს დაუკვეთა, ხოლო "რუსთავი 2"-მა კომპანია GFK-ს.

"იმედის" დაკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 53.8% "ქართული ოცნებას" უჭერს მხარს, ხოლო 19.5% - "ნაციონალური მოძრაობას". TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია" 5%-ით.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის პირველად შედეგებს, ასეთია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 39,9%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 32,74%

საარჩევნო ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს

პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" - 5.76%

ეგზიტპოლის პირველად შედეგებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები "ფეისბუქზე"

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

მომავალ პარლამენტში არ იქნება დავით უსუფაშვილი, სამაგიერეოდ იქნება ირმა ინაშვილი. არ იქნება თინა ხიდაშელი, იქნება ადა მარშანია. არ იქნება ლევან ბერძენიშვილი, იქნება ემზარ კვიციანი... აი, ესა საქართველოს არჩევანი!

ზვიად დევდარიანი, CIDA:

ვისაც ინაშვილის რამდენიმეკაციანი გუნდი პარლამენტში, მ მ ა რ თ ვ ე ლ ი თოფაძის/ჯაჭვლიანის/მეჭიარიის... გუნდზე საშიში ჰგონია პირველებმა იმათ მესროლეთ... მე სხვა სანერვიულოებს უფრო ვხედავ:

1. რისკი, რომ მმართველი გუნდი, მაჟოტიარებით მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებს და ოპოზიცია უფრო სუსტად იქნება წარმოდგენილი;

2. რისკი, რომ ალასანია-თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ გადალახავენ ბარიერს, რაც პროდასავლურ ფლანგს მნიშვნელოვნად დაასუსტებს პარლამენტში...

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

ვინ რას ზეიმობს, არ ვიცი (მახსოვს ნარმანიას შამპანურში ბანაობა იმედის ეგზიტპოლის შემდეგ), მაგრამ ვინ დააკომპლექტებს მთავრობას, მაჟორიტარული არჩევნები გადაწყვეტს, ანუ, მეორე ტურები.

თუ სამი პარტია გადის ჩვენი ეგზიტპოლის გათვალისწინებით (იმედისას არც ვიხილავ, შუა დღეზე იყო უკვე ცნობილი, რომ ამ ციფრებს აქვეყნებდნენ):

ოცნება - 39 პროპორციული მანდატი

ენმ - 32 პროპორციული მანდატი

პატრიოტები - 6 პროპორციული მანდატი

თუ 4 პარტია გადის:

ოცნება - 36 პროპორციული მანდატი

ენმ - 29 პროპორციული მანდატი

პატრიოტები და ლეიბორისტები - 6-6 პროპორციული მანდატი.

ეკა ბესელია, "ქართული ოცნება"

გილოცავ საქართველო! ჩემი საქართველო აქ არის !!!

ირაკლი კაკაბაძე:

ინაშვილი პარლამენტიდან თუ დაგვაჯდება, არ გამიკვირდება, რადგან ყველაფერი გააკეთა ოლიგარქმაც ამისთვის. მაგრამ უთავმოყვარეო ხალხი რომ ვართ და განათლების ნულოვანი დონეა ქვეყანაში - ეს არის მთავარი პრობლემა. ნაოცნებარი თამარ სანიკიძის სიმაღლეზე ვართ სახელმწიფო აზროვნებაში, დაწყებითი განათლების საფეხურეზე ვდგავართ, ამიტომ ვგრძნობთ თავს კარგად ფაშისტებში. ფაშისტებიც კი ინაშვილისნაირი გოიმები გვყავს, ამაშიც ვერ ვქაჩავთ.

გია ნოდია, ექსპერტი:

რესპუბლიკელების მომხრეები რაციონალობზე დებენ თავს, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, სწორედ ეს თვისება აკლიათ.

რა დიდი "აიქიუ"უნდა იმის გათვლას, რომ ამ პარტიისთვის ხმის მიცემა და არჩევნებზე არწასვლა ფუნქციურად ექვივალენტური ქმედებებია?

თავდემების, ბურჭულაძის, ლეიბორისტების მომხრეებზე ეს არ ითქმის: მათ ჰქონდათ შანსი და შედარებით ცოტა დააკლდათ. წინასწარ ვერ გათვლიდნენ, რომ ხუთ პროცენტს ვერ გაქაჩავდნენ. რეპუბლიკელებს კი შანსის ნატამალიც არ ჰქონდათ და ეს მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო. მათთვის ხმის მიცემის ერთადერთი მოტივია "აი რა კაი ტიპი ვარ" გრძნობა.

ეკა კვესიტაძე, ჟურნალისტი:

ყველას ვინც არჩევნებზე შეგნებულად არ მივიდა და ან მივიდა და ყველა გადახაზა - არის ყველაზე უპასუხისმგებლო ხალხი, რომელიც სწორედ რომ პატრიოტთა ალიანსის მეტს არაფერს იმსახურებს.

ნინო ადამაშვილი, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის":

აბა რა ეგონა უსუფას?

მანანა კობახიძე, "ქართული ოცნება":

გილოცავ ჩემო ქვეყანა! ჩემო მეგობრებო, ღირსეულ გამარჯვებას! ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას და ეს გზა უცვლელია, წინსვლის, აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის გზაა და აწი, ვეღარავინ დაგვაბრუნებს უკან! ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ!

სერგი კაპანაძე, "ნაციონალური მოძრაობა":

ე.ი. ეგზიტ პოლების შედეგად გამოჩნდა შემდეგი:

1. ოცნებამ მიიღო უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვენ 2012 -ში.

2. ეს არ არის საკმარისი, რომ მთავრობა დააკომპლექტოს.

3. იქნება უამრავი მეორე ტური (მე მგონია, რომ მინიმუმ 65, შეიძლება მეტიც)

4. ამ ეგზიტ პოლში დაახლოებით 30 პროცენტმა უარი თქვა პასუხზე. ეს ხმები უფრო ჩვენსკენ წამოვა.

შედეგად, ახლა დამჯდარი 39-32, დარწმუნებული ვარ, რომ შემცირდება, ხოლო მეორე ტურებში იქნება დიდი ბრძოლა.

აქვე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, ზოგადად ქართული დემოკრატიისთვის, რომ პრო-დასავლური ძალები ვერ ლახავენ ბარიერს. იმედი მაქვს, ესეც შეიცვლება.

საბოლოო ჯამში, ახლა მთავარია, ჩვენმა კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა, ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალურად დაიცვან ხმები.

ჯერ სულ ესაა. დანარჩენს ცოტა ცანში გაცნობებთ.

დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:

რესპები დაუბრუნდნენ ემბრიონის წინა მდგომარეობას.

"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა

"ჩემი სამივე შვილი ჩვეულებრივად განაგრძობს სკოლაში და ბაღში სიარულს" - რას წერს ამირან გამყრელიძის ვაჟი "ფეისბუქში"

რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ფოტოები, შარჟები და ცნობილების პოსტები