"იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, საბურთალოს მე-6 ოლქში დავით უსუფაშვილი ლევან გოგიჩაიშვილთან მარცხდება

"იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, საბურთალოს მე-6 ოლქში დავით უსუფაშვილი ლევან გოგიჩაიშვილთან მარცხდება

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "მესტროსა"

და GDS-სთვის კომპანია TNS-მა ჩაატარა, საბურთალოს მე-6 ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებს "ქართული ოცნების"კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი იგებს. აღნიშნული კვლევის შედეგებით, ლევან გოგიჩაიშვილს მხარს 53,2% უჭერს.

რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სევდია უგრეხელიძეს ხმას აძლევს ამომრჩეველთა 13,3%, "რესპუბლიკური პარტიის"ლიდერ დავით უსუფაშვილს კი - 11,5%. ეგზიტპოლის შედეგებით, 7%-იანი მხარდაჭერა აქვს "თავისუფალი დემოკრატების"კანდიდატ შალვა შავგულიძეს.

აღნიშნული შედეგებით, მეორე ტური, სავარაუდოდ აღარ გაიმართება, ვინაიდან მმართველი პარტიის წარმომადგენელი მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში დადგენილ 50 %-იან ბარიერს ლახავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."