თუ ეს შედეგები დარჩება, პირობას ვაძლევ ხელისუფლებას, რომ ამ ამბავს გადაყვება,- ამის შესახებ "დავით თარხან-მოურავი-ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან მოურავმა ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
"ეს არ არის პირველადი შედეგები, ეს არის ეგზიტპოლის შედეგები. 7 000-მა კაცმა, ჩვენი პარტიის აქტივმა, სპეციალური ინსტრუქტაჟი გაიარა. გვაინტერესებდა ვინმე ეგზიტპოლთან დაკავშირებით მას რამეს თუ შეეკითხებოდა. მე ვამბობ, რომ ეს ეგზიტპოლები არის სიყალბე, სულ ვამბობდი. ცუდი ის კი არ არის, რომ "რუსთავი 2" ამას აკეთებს, შეჩვეულები ვართ, რომ "რუსთავი 2" ამას მუდმივად აკეთებს, ხელისუფლება რომ აკეთებს ამას, ეს არის ცუდი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გონიერება საერთოდ არ აქვს და ახლა რაღაცა ტესტია ჩვენ რას გავაკეთებთ. შევეგუებით, არ შევეგუებით, მე ვეუბნები ხელისუფლებას ამაზე უგუნური ნაბიჯი არაფერი არ შეიძლება მოიფიქროთ. თუ ეს შედეგები გაბედავთ, რომ დარჩეს, პირობას გაძლევთ, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს. აქციებიც იქნება, საკნებიც იქნება და კიდევ ბევრი რამ იქნება. ვეუბნები ამ ხელისუფლებას, რომ გონიერება გამოიჩინოს. ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი, სრულიად მიუღებელი ტყუილი და გადაყვება ეს ხელისუფლება ამას. სრულიად შეუძლებელია, რომ ჩვენ გვქონდეს 5%. 20%-ის მარტო ხელშეკრულებები წარმოვადგინეთ სამი დღის წინ. 20%-ის ხელმოწერილი დოკუმენტები დავდეთ. როგორ შეიძლება "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომელმაც 14 000 ადამიანი ძლივს გამოიყვანა მთელი საქართველოდან 50 ლარს რომ უხდიდა იმას ჰქონდეს 32% თუ რაღაც წარმოუდგენლად დიდი რიცხვები",-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" გამოკითხულთა - 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 32,74%.
GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას ასევე ახერხებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომელსაც აღნიშნული მონაცემებით 5,76% უჭერს მხარს.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016