"რუსთავი 2"-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები: "ქართულ ოცნება" - 39,9%, "ნაციონალურ მოძრაობა" - 32%

"რუსთავი 2"-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები: "ქართულ ოცნება" - 39,9%, "ნაციონალურ მოძრაობა" - 32%

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებით, პარლამენტში მხოლოდ 2 პარტია გადის. აღნიშნული ტელეკომპანიის ინფორმაციით, GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:" ქართული ოცნება" - 39,9%; "ნაციონალური მოძრაობა" - 32%.

ყველა დანარჩენი პარტია 5%-იანი ბარიერის მიღმაა. უფრო კონკრეტულად, ეგზიტპოლის შედეგებით, "პატრიოტთა ალიანსს" - 4,3%-მა;"ლეიბორისტულ პარტიას" - 4,1%-მა; "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 3,65%-მა; "ირაკლი ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს" - 3,4%-მა; "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას" - 2,9%-მა დაუჭირა მხარი; სხვა პარტიებზე მოდის 9,8%.

GFK-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები "ბისიჯიმ" ჩაატარა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."