TNS opinion მაჟორიტარული არჩევნების ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს

TNS opinion მაჟორიტარული არჩევნების ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს

TNS opinion-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, მთაწმინიდის პირველ საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილი 53.3%-ით პირველივე ტურში იმარჯვებს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "მესტროსა" და GDS-ის დაკვეთით კომპანია TNS-ის მიერ ჩაატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხდევით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ადგილს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა რურუა - 21 %-ით იკავებს, თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ფრუიძე მესამე ადგილზეა, 5,3 %-ით. მეოთხე ადგილი "რესპუბლიკელ" თამარ კორძაიას ერგო - 5.3 %.

რაც შეეხება ვაკის მაჟორიტარულ ოლქს, აქ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე 57.6%-ით ლიდერობს. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ხმების 16.5 % მიიღო, "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ 13.3%, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა კახი ნუცუბიძე კი 4.4 %.

საბურთალოს მეექვსე ოლქში ეგზიტპოლების მიხედვით ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი ხმათა 52.5 %-ით ლიდერობს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სევდია უგრეხელიძე მეორე ადგილზეა 13.4 %-ით, "რესპუბლიკელი" დავით უსუფაშვილი კი მესამე ადგილს იკავებს 12.5 %-ით, "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმათა 6.9% მოაგროვა.

რაც შეეხება რეგიონებს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "მესტროსა" და GDS-ის დაკვეთით კომპანია TNS-ის მიერ ჩაატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, თელავის 27-ე საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი - 47.2% ლიდერობს. მეორე ადგილზეა" ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ბოტკოველი 28.2%-ით, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს გოჩა მამაცაშვილს კი გამოკითხულთა 6.4% უჭერს მხარს.

შიდა ქართლის 41-ე საარჩევნო ოლქში, ეგზიტპოლების საბოლოო შედეგების თანახმად "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს - 39.1 %-ით, მეორე ადგილზეა ირაკლი ოქრუაშვილი - 15.6%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ კი გამოკითხულთა 15.3% მხარდაჭერა მიიღო, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია კი მეოთხე ადგილზეა 14.6%.

ეგზიტპოლების თანახმად, ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქში ასევე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი - 48.1%-ით იმარჯვებს. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი წერეთელი მეორე ადგილზეა - 28.7%, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი გიორგი წულაია კი - 6.8% მესამე ადგილს იკავებს.

ოზურგეთის 59-ე საარჩევნო ოლქში ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ლიდერობს - 63.3%-ით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დავით მჟავანაძეს გამოკითხულთა 13.3% უჭერს მხარს, "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატ ავთანდილ ჩხაიძეს კი - 5.5%.

TNS opinion-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, მარტვილი/აბაშას მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ოთარ დანელია ლიდერობს - 62.2 %-ით, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ გოროზია 22.2%-ით, მესამე ადგილზე კი "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირინა თოფურიაა - 4.7%-ით, "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კონსტანტინე გამსახურდიას კი გამოკითხულთა 4.5% უჭერს მხარს.

ზუგდიდის, 66-ე ოლქში ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს - 59,72%-ით, რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, სანდრა რულოვსს მან TNS opinion-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, 32.9%-იანი მხარდაჭერა მიიღო. "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატი ბესიკ თოდუა კი მესამე ადგილზეა - 2.8%-ით

ბათუმის 68-ე ოლქში ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატი ფატი ხალვაში იმარჯვებს - 47.8%-ით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მირდატ ქამადაძე კი მეორე ადგილზეა - 23.8%-ით, მესამე ადგილზეა "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ცივაძე - 7.3%-ით, "ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა ომარ ფარტენაძემ კი ეგზიტპოლების შედეგების თანახმად გამოკითხულთა 4.6% მხარდაჭრა მიიღო.

TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, "მაესტრო", "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია "გორბიმ" შეასრულა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."