ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში უცნობმა პირებმა ორი საარჩევნო უბანი დაარბიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შორენა ლათათუამ განუცხადა, მას და მის კოლეგას წაართვეს ტელეფონები. მისივე თმით, მის კოლეგას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები.
"ღამის 12 საათზე უბანზე მოვარდნენ უცნობი პირები. მათ არ ჰქონდათ არანაირი მაიდენტიფიცირებელი მოწმობები. მათ დაიწყეს დათვლის პროცესში არსებული ბიულეტენების დაშლა. ამ დროს ჩემმა კოლეგამ დაიწყო ამ ფაქტის ვიდეოფირზე დაფიქსირება, რა დროსაც მას ძალადობით ჩამოართვეს ტელეფონი და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება თავის არეში. ამ დროს მე ვიმყოფებოდი უბნის გარეთ. ვცდილობდით ამ პირების იდენტიფიცირებას, რომლებმაც ჩამოართვეს დამკვირვებელს ტელეფონი. ამ დროს დავიწყე მათი გადაღება. მომიახლოვდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მეორე ადამიანი და ასევე წამართვა მეც ტელეფონი. ორი დამკვირვებლი ამ დრომდე მობილური ტელეფონის გარეშეა დარჩენილი", - განაცხადა ლათათიამ.
ამ დროისთვის ორივე საარჩევნო უბანი პოლიციას აქვს გადაკეტილი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ძირს არის გადმოყრილი საარჩევნო ბიულეტენები და დაზიანებულია საარჩენო ყუთც.
ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტში "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016