ჯიხაშკარის #79-ე უბნის კომისიის წევრის "ნაციონალირი მოძრაობიდან" გულნარა ბენდელიანის განცხადებით, უბანზე უცნობი პირები მას შემდეგ შევარდნენ, რაც ხმა გავიდა, რომ იქ "ნაციონალური მოძრაობა" იგებდა.
ბენდელიანის თქმით, უბანზე 100 ბიულეტენიღა იყო დასათვლელი. "პროცესი მიდიოდა მშვიდად. ზედმეტი არაფერი ყოფილა. დავითვალეთ ბიულეტენები და 100-მდე ბიულეტინი გვქონდა დარჩენილი. ვიღაცამ გაიტანა ინფორმაცია, რომ იგებს "ნაციონალური მოძრაობა". ამის შემდეგ შემოგვინგრიეს კარები. სცემეს უცხოელები და წაართვეს ტელეფონები. ბიულეტენები დაგვიყარეს ძირს", - განაცხადა ბენდელიანმა.
ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნები ხმების დათვლის პროცესში უცნობმა პირებმა დაარბიეს.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016