ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით, რაც საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში უცნობმა პირებმა ორი საარჩევნო უბანი დაარბიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შორენა ლათათუამ განუცხადა, მას და მის კოლეგას წაართვეს ტელეფონები. მისივე თქმით, მის კოლეგას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."