"ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებმა მარნეულში საავტომობილო გზა დროებით გადაკეტეს. ისინი შეძახილებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადაადგილდებიან.
ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მივიდნენ "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის შტაბთან, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ შტაბში შესვლის უფლება არ მისცეს.
მარნეულში კვლავინდებურად გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს საპატრულო პოლიცია.
მობილიზებული არიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ქალაქში სხვადასხვა ქუჩებში ივლიან, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს არ დადებს. მათივე განცხადბით, 2016 წლის არჩევნებზე მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს.