ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 52.67%, "ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 24.85% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 814 აქვს დათვლილი, რაც უბნების 22%-ია.
814 უბანზე დათვლილი შედეგების თანახმად, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ" - ხმათა 4.66% მიიღო, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 4.08%, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 3.45%, "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" 3.23%, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2.82% "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 1.47%, "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" - ამომრჩეველთა 0.99% მხარდაჭერა მიიღო.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016