მაჟორიტარული არჩევნების წინასწარ პირველად შედეგებს ცესკო უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს

მაჟორიტარული არჩევნების წინასწარ პირველად შედეგებს ცესკო უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს

ცესკომ პარალელურ რეჟიმში მაჟორიტარული სისტემით საპარლამენტო არჩევნებში შემაჯამებელი ოქმების დამუშავება დაიწყო. ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია უახლოეს საათებში მიეწოდება.

"ცენტრალურმა სააჩევნო კომისიამ პარალელურ რეჟიმში დაიწყო მაჟორიტარული სისტემით საპარლამენტო არჩევნებში შემაჯამებელი ოქმების დამუშავება. უახლოესი საათების განმავლობაში საზოგადოებას მიეწოდება შედეგები მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

რაც შეეხება პროპორციული სისტემით არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს, ამ დროისთვის 3702 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 1409 უბანი, რაც 38,06%-ს შეადგენს. დათვლილი უბნების მიხედვით, 51,39% -მა "ქართულ ოცნებას", 25,74%-მა კი, "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა ხმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."