05:30 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 50.56%, "ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 26.51% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 1866 აქვს დათვლილი, რაც უბნების 50.41%-ია.
1866 უბანზე დათვლილი ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ" - ხმათა 4.8% მიიღო, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" – 3.73%, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 3.9%, "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" 3.27%, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2.99% "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 1.44%, "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" - ამომრჩეველთა 0.85%-ის მხარდაჭერა მიიღო.